მედია - „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერი ლიკვიდირებულია

აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერი ალი მოჰამედ ნაინი დაიღუპა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იუწყება, რომ ნაინი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერის თანამდებობას 2024 წლიდან იკავებდა, „მოწამეობრივად დაიღუპა“.

ისრაელს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ნაინის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო ტელევიზიით მისი განცხადება გავრცელდა. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" პრესსპიკერმა უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს რაკეტების წარმოების შესაძლებლობა აღარ აქვს და აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ომის დროსაც კი ვაწარმოოთ რაკეტები“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!