უკრაინის ვიცე-პრემიერი - რუსულმა დრონებმა ოდესაში უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ ორ გემს დაარტყეს, დაშავდა ორი ადამიანი

უკრაინის ოდესის ოლქში, 20 მარტის ღამეს, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი სამოქალაქო კომერციული გემი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერზე, საზოგადოებისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას ცნობით, თავდასხმა პალაუსა და ბარბადოსის დროშების ქვეშ მცურავ გემებზე მოხდა და დაშავდა ორი ადამიანი.

„ოდესის ოლქში ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დრონებმა დააზიანეს ორი სამოქალაქო კომერციული გემი, რომლებიც პალაუსა და ბარბადოსის დროშების ქვეშ დაცურავენ. ორი ადამიანი დაშავდა და სამედიცინო დახმარება გაეწიათ“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, დარტყმის დროს გემები ნავმისადგომებთან იმყოფებოდნენ და მარცვლეულით იყვნენ დატვირთულები. თავდასხმის მიუხედავად, გემები წყალში რჩებიან.

„დაზიანდა ადმინისტრაციული შენობებიც. ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!