სიონის ტაძრის მღვდელმთავარი - აღსრულდა პატრიარქის ნება და ის დაიკრძალება სწორედ იმ ტაძარში, სადაც დაკრძალულია ავტოკეფალიისთვის მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქების უდიდესი ნაწილი

აღსრულდა პატრიარქის ნება და ის დაიკრძალება სწორედ იმ ადგილას და იმ ტაძარში, სადაც დაკრძალულია ავტოკეფალიისთვის მებრძოლი კათოლიკოს- პატრიარქების უდიდესი ნაწილი, - ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმთავარმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სიონის ტაძრის მღვდელმთავრის თქმით, თავად პატრიარქმა განაცხადა სიცოცხლეში, რომ ის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაეკრძალათ.

„სიონის საპატრიარქო ტაძარი არის ის ტაძარი, რომელთანაც დაკავშირებულია მისი უწმინდესობის ცხოვრების უდიდესი ნაწილი, დღიდან მისი აღსაყდრებისა, 1977 წლიდან. ამასთან დაკავშირებით არსებობდა და არსებობს ანდერძი, რომელიც თავისთავად ცხადია, ანდერძად აღიქმება - სურვილი პატრიარქისა, რომელიც მან თავის სიცოცხლეში განაცხადა, რომ ის დაკრძალულიყო სიონის საპატრიარქო ტაძარში. ამის შემდგომ უკვე, წმინდა სინოდის წევრთა და სამღვდელოთა და შესაბამისი კომისიის მიერ შეირჩა ადგილი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში, ვინაიდან ეს ადგილი მყოფობს საკურთხევლის წინამდებარე ალაგს, რომელსაც ამბიონი ეწოდება. ამბიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონიდან ჩამობრძანებულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს შორის, რომელიც სხვათა შორის, თავად უწმინდესის დავალებით დაიწერა ათონის მთაზე და შემდგომ ჩამობრძანდა სიონში,“ - განაცხადა მან.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ