უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ღრმა მწუხარება და სევდა ავსებს ჩემს გულს, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულს, რადგან დასრულდა მისი უწმინდესობის პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება“, - აღნიშნა ეპიფანემ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მთელ უკრაინულ მრევლს, ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულისთვის ილოცონ.

9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის იბრძოდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებამდე ის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი