ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზის შესახებ - თითქმის იქ ვართ, სადაც გასულ წელს ვიყავით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები თითქმის იმავე პოზიციებზე არიან, რომელზეც გასულ წელს იყვნენ.

ზელენსკის მტკიცებით, რუსებმა ვერცერთ თავდაპირველ მიზანს ვერ მიაღწიეს: მათ სრულად ვერ დაიკავეს დონბასი და ვერც უკრაინის დედაქალაქი აიღეს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსები ყოველთვიურად 30 000-35 000 ჯარისკაცს კარგავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდ ღირებულებას ადამიანები წარმოადგენენ, შემდეგ კი ტერიტორიის საკითხი.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა ძალების განლაგება ფრონტის ხაზზე ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში, ზელენსკიმ უპასუხა:

„თითქმის ერთსა და იმავე პოზიციებზე ვართ, მხოლოდ დანაკარგები იზრდება. რუსებს ჩვენი თავდაცვითი ხაზების გარღვევა არ შეუძლიათ, მაგრამ ყოველდღე ცდილობენ. შესაბამისად, მათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევა არ შეუძლიათ, ამიტომ ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებით ქაოსის შექმნას ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!