გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.

გიორგი გვარაკიძემ პატრიარქის ხსოვნას პატივი პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად მიაგო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება, სამების საპატრიარქო ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება სურთ.

სამების საპატრიარქო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაში. ასობით მოქალაქეს რიგში ღამის გათენებაც მოუწია.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!