გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 და 23 მარტს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, ფარნავაზის, იოსელიანის და მიმდებარე ქუჩებს, აგრეთვე სოფლებში ბაზალეთი, მილახვრიანი, მლაშე, კობიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, გრიგოლაანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში; 23 მარტს 11:00-დან 11:05 სათამდე და 18:00-დან 18:05 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფასანაური, ლუთხუბი, მენესო, ჭართალი, მუგუდა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!