ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა

საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი გემი დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ მტკიცედ ვრჩებით. დღეს დილით ხმელთაშუა ზღვაში საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გზა გადაუჭრა და დესანტირდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთ გემზე Deyna.

ირანთან დაკავშირებული ომი საფრანგეთს უკრაინის მხარდაჭერისგან ყურადღებას ვერ გადაატანინებს, სადაც რუსეთის აგრესიული ომი შეუჩერებლად გრძელდება.

ეს გემები, რომლებიც თავს არიდებენ საერთაშორისო სანქციებს და საზღვაო კანონს, ომისგან იღებენ მოგებას. ისინი ჯიბეებს ივსებენ და ამავდროულად რუსეთს ომის ძალისხმევების დაფინანსებაში ეხმარებიან.

ამას არ დავუშვებთ“, - წერს მაკრონი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!