სამების საკათედრო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მივიდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, თბილისის მერი კახა კალაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.