ირაკლი კობახიძემ, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების სამწუხარო ამბავი.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის გულებში სამუდამოდ დარჩება ამ გამორჩეული ადამიანის - სამშობლოს ერთგული და თავდადებული შვილის - ნათელი ხსოვნა, რომელმაც ღირსეული წვლილი შეიტანა რელიგიური შემწყნარებლობის, მშვიდობისა და ეროვნული თანხმობის განმტკიცებაში, ჰუმანიზმის მაღალი იდეალების აქტიურად პოპულარიზაციასა და საზოგადოების სულიერი საფუძვლების განმტკიცებაში.

ამ რთულ და მწუხარე დღეებში, ჩემი და მრავალეროვნული ქვეყნის - უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მიმართ. ღრმა თანაგრძნობით", - აღნიშნულია უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!