მეუფე ნიკოლოზი - ვაპირებ სინოდის სხდომაზე დავაყენო პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი

მომხრე ვარ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე დადგეს პატრიარქის წმინდანად შერაცხვის საკითხი. ვაპირებ სინოდის სხდომაზე ამ საკითხის დაყენებას - თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, მყავს, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს

წმინდანად გარდაცვალებისთანავე შერაცხავენ.

რაც შეეხება პატრიარქის პატივის მისაგებად სამების ტაძარში მისულ ხალხის ნაკადს, მეუფის თქმით, რა თქმა უნდა, მოლოდინი ჰქონდათ იმისა, რომ უამრავი ადამიანი მიაგებდა პატრიარქს პატივს, თუმცა „იმან, რაც ახლა, ხდება, ყოველგვარს მოლოდინს გადააჭარბა“.

„მე ვნახე, მამა გაბრიელი რომ სამებაში გადმოასვენეს, რა ხდებოდა აქ, როგორი უწყვეტი რიგი იყო ორი თვის განმავლობაში, დღე და ღამე, მაგრამ ასეთი რამ არც მაშინ ხდებოდა, ხალხის ასეთი საოცარი სიმრავლე. მინდა გითხრათ, მე უკვე არ მეშინია ამის თქმის - შვიდი ნიშანი არსებობს, რომლის მიხედვითაც, ხდება წმინდანად შერაცხვა ადამიანის. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა. ამაზე მეტი საყოველთაო თაყვანისცემა ვერ წარმომიდგენია. დანარჩენი, ყველა ნიშანს აკმაყოფილებს პატრიარქი. ცხოვრებაში სასწაულს ქმედებდა და ამას უამრავი ადამიანი ადასტურებს. განსაკუთრებული სიწმინდით ცხოვრობდა და ამას ყველა ვადასტურებთ, ვინც მასთან შეხებაში იყო. მე პირადად მომხრე ვარ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი. ეკლესიის ისტორიაში იყო ასეთი შემთხვევები, ადამიანი გარდაიცვლებოდა თუ არა, მაშინვე შერაცხავდნენ წმინდანად. ასეთი, სამი-ოთხი შემთხვევა მარტო მე ვიცი. ვფიქრობ, ჩვენი პატრიარქი განსაკუთრებულია. არ მგონია სხვა რამე არგუმენტი იყოს, ვინ იქნება წინააღმდეგი?! მე პირადად ვაპირებ წმინდა სინოდის სხდომაზე საკითხის დაყენებას წმინდანად შერაცხვის თაობაზე. თანამოაზრეები, რა თქმა უნდა, მყავს. “.-განაცხადა მე

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ