დიდი ბრიტანეთის მთავრობა - დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, რომ ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს

დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, რომ ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს, - განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან ირანის იმ სარაკეტო ობიექტებზე დარტყმას შეძლებს, საიდანაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმის.

„მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიცავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს „უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!