The Washington Post - რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად

რუსეთის დაზვერვა ორბანის მკვლელობის ინსცენირებას გეგმავდა არჩევნებამდე მისი რეიტინგის ასაწევად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აპრილში უნგრეთში საკვანძო არჩევნებამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის ქვედანაყოფმა გასულ თვეს განგაში ატეხა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მკვეთრი ვარდნის გამო, რომლის მეგობრული კავშირები მოსკოვთან დიდი ხანია აძლევენ კრემლს სტრატეგიულ საყრდენს ნატოსა და ევროკავშირში…

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის შიდა ანგარიშში, რომელიც ევროპულმა სადაზვერვო სამსახურმა მიიღო და დაადასტურა, და რომელიც გაზეთმა The Washington Post-მა ნახა, [რუსმა] აგენტებმა შესთავაზეს გზა, რომ “ფუნდამენტურად შეიცვალოს საარჩევნო კამპანიის მთელი პარადიგმა“ – „ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობის ორგანიზება”, - წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორბანზე არანაირი ფიზიკური თავდასხმები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ მსგავსი იდეა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია მოსკოვის ფსონი უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიაში.

„მსგავსი ინციდენტი შეცვლის [წინასაარჩევნო] კამპანიის აღქმას სოციო-ეკონომიკური საკითხების რაციონალური სფეროდან ემოციურში, სადაც საკვანძო თემები გახდება სახელმწიფო უსაფრთხოება, სტაბილურობა და პოლიტიკური სისტემის დაცვა”, - დაწერეს რუსმა აგენტებმა ანგარიშში, რომელიც „საგარეო დაზვერვის სამსახურის” პოლიტიკური გავლენის ოპერაციებისთვის მთავარი ქვედანაყოფისთვის მოამზადეს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ