დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქისთვის წესის აგებაში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას

წესის აგებაში სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად არასწორად გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო პატრიარქი ლიტურგიას წაიყვანდა, რადგან აღნიშნული არასდროს, არსად, არცერთ დონეზე არ ყოფილა შეთანხმებული.

ამასთან, ჯაღმაიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ბელარუსიდან ჩამოსულ დელეგაციასა და მსოფლიო პატრიარქის ურთიერთობაში საქართველოს როლს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიას უჭირავს შემრიგებლური პოზიცია, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან ურთიერთობა.

“მთელი საეკლესიო პოლიტიკა დაძაბულ ვითარებაშია, როდესაც მოსკოვის ეკლესია და კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის ახალი ეკლესიის გამო არიან ასეთ დაპირისპირებაში. საქართველოს ეკლესიას უჭირავს შემრიგებლური პოზიცია, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან ურთიერთობა და ეს ამ სიტუაციაში, ალბათ, ყველაზე უფრო დასაფასებელი და ხელსაყრელი პოზიციაა იმისთვის, რომ გაჩნდეს ერთმანეთთან ურთიერთობის საფუძვლები. ვნახოთ, როგორი იქნება შემდგომში, ყოველ შემთხვევაში საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენ ორივე მხარესთან კეთილი ურთიერთობით საფუძველი შევქმნათ.

ზუსტად ვერ გეტყვით დელეგაციებზე, ამ პროტოკოლებში საგარეო ურთიერთობათა სამსახურია ჩართული“, - განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორესთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო