მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქის კანონიზაცია ძალიან მალე უნდა მოხდეს - ეს შესაძლებელია დღესვე, ასეთი შემთხვევები ყოფილა ისტორიაში

ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველი იერარქები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ვერ ჩამობრძანდა და გამოაგზავნა ეგზარქოსი ბელორუსის - წირვაზე მსოფლიო პატრიარქი და ბელორუსის ეგზარქოსი არცერთი არ დგება საერთოდ. წესის აგების დროს აღარაა ეს ევქარისტული კავშირი, ლოცვაა, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სურს რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს“.

„ჩვენ მოვიწვიეთ ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველ იერარქები. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ვერ ჩამობრძანდა და გამოაგზავნა ეგზარქოსი ბელორუსის, რომელიც უკვე ჩამოსულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა შუამავლის როლი შევასრულოთ, მაგრამ ძალიან რთულია ეს კონფლიქტი რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის. ძალიან მძიმე კონფლიქტია. ასეთი კონფლიქტები ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოგვარებულა. დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც მოგვარდება. ადამიანურად აქვთ კომუნიკაცია ჩვეულებრივად, მაგრამ რაც შეეხება ევქარისტულ კავშირს, ეს ევქარისტული კავშირი ნიშნავს, რომ წირვაზე ერთად იდგნენ და წირვაზე არცერთი არ დგება საერთოდ. წესის აგების დროს აღარაა ეს ევქარისტული კავშირი, ლოცვაა. მხოლოდ ზიარებაზეა საუბარი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კანონიზაციაზეც.

„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები, კანონიზაციაზე ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე უნდა მოხდეს კანონიზაცია. ეს შესაძლებელია დღესვე. ასეთი შემთხვევები ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისტორიაში შემთხვევები, ეგნატე ღმერთშემოსილი იყო დიდი წმინდანი, მარტინ ტურელი იყო დიდი წმინდანი, ანტონ დიდი. როგორც კი გარდაიცვალა, დაიწყო იმწუთასვე. მაშინ კანონიზაციის პროცესი კი სხვანაირი იყო... მთავარი წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა, სასოება. როცა კანონიზაციაზეა საუბარი, წმინდანად შერაცხვაზე, აქ საუბარია საყოველთაო თაყვანისცემაზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, როგორი იქნება პატრიარქის დაკრძალვის დღის წესრიგი.

„ახლა 09:00 საათზე დაიწყო წირვა, რომელსაც ასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება. 12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი. შემდეგ ეს დამთავრდება 1.5 -2 საათში. ამის შემდეგ ნათქვამია, რომ 15:00 საათზე დაიწყება გადასვენება, დაიძვრება ეს პროცესია სიონისკენ. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია სიონის ტაძარში ვინ შეძლებს შესვლას და როგორ იქნება. ალბათ, დელეგაციებიდანაც ყველა ვერ მოხვდება, ფიზიკურად არაა ადგილი. ეს სამხედროები, პოლიცია მხოლოდ გვეხმარება წესრიგის დამყარებაში“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორესთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ