როგორ ემშვიდობებოდა საქართველო პატრიარქს - „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტაჟი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მრევლი უკანასკნელ გზაზე რამდენიმე საათში გააცილებს.

სამების საპატრიარქო ტაძრიდან უწმინდესის გამოსვენება 15:00 საათზე დაიწყება, მოქალაქეებს კი შესაძლებლობა მიეცემათ ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო მსვლელობას შეუერთდნენ.

ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო. ამ დღეების განმავლობაში ტაძართან იმ ადამიანთა ნაკადი, რომელთაც პატრიარქთან დამშვიდობება სურდათ, უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიედინებოდა. მოქალაქეებს ტაძარში შესასვლელად ხშირ შემთხვევაში, რამდენიმესაათიან რიგში უწევდა დგომა. არაერთმა ადამიანმა სამების ტაძრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა გრძელი რიგის გამო, ღამეც გაათენა.

„ინტერპრესნიუსი“ გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც ასახავს, როგორ მიმდინარეობდა გასული დღეების განმავლობაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი. სააგენტოს ფოტორეპორტიორების: გიორგი ჟამერაშვილის, ვანო გორგიშვილისა და გიორგი ნიკოლიშვილის ფოტოობიექტივებმა მოქალაქეების უწმინდესთან დამშვიდობების ამსახველი არაერთი შთამბეჭდავი კადრი დააფიქსირა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში