ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალები - „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანიდან სარაკეტო იერიშის განხორციელების შედეგად, ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ლიბანიდან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე თემის მიმართულებით რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. არის ზიანი და არიან დაჭრილები“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ისრაელელი ჯარისკაცები იყვნენ.