სამების ტაძრის ეზოში, სომხეთის პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილი, აზერბაიჯანის მეჯლისის თავმჯდომარეს კი - შალვა პაპუაშვილი დახვდა

სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში დელეგაციასთან ერთად მივიდა. მას ტაძრის შესასვლელთან მიხეილ ყაველაშვილი დახვდა.

სამების ტაძარში მივიდა, ასევე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეეგება.

ორივე ქვეყნის დელეგაცია ახლა სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება, სადაც პატრიარქის წესის აგების მსახურება დაიწყება.

ცოტა ხნის წინ ტაძარში მივიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქი სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდებზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდებოდა. მისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იყო 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეები ილია მეორისთვის პატივის მისაგებად ტაძრის ეზოში ღამესაც ათენებდნენ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე