შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია - რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციამ ვლადიმერ პუტინის სახელით, სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადასცა მიტროპოლიტ შიოს და ქართველ ხალხს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციამ, სრულიად ბელარუსის პატრიარქალური ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მ.ე. შვიდკოის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაში, რომელიც თბილისში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციასა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით, სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადაეცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და მთელ ქართველ ხალხს.

„რუსეთმა ღრმა მწუხარებით მიიღო მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ ცნობა. ის იყო ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი ლიდერი და ეკლესიისა და ხალხისადმი უანგარო მსახურების მაგალითი. პატრიარქი ილია II მთელი ძალით იბრძოდა მართლმადიდებლური ერთიანობის შესანარჩუნებლად და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია აცხადებს, რომ რუსი ხალხი ქართველ ხალხთან ერთად გლოვობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!