ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანს შეუძლია ბალისტიკური რაკეტებით ევროპის ნებისმიერ წერტილს მიაღწიოს - ვეკითხები მსოფლიოს ლიდერებს: კიდევ რას ელოდებით?

თუ ვინმეს სჭირდებოდა ახსნა, თუ რატომ არის ირანი ცივილიზაციის მტერი, მტერი და საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის - ამ ახსნას ბოლო 48 საათის განმავლობაში მიიღებდით, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დიმონაში განაცხადა, სადაც ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის ადგილს ეწვია.

მისი თქმით, ირანმა ბოლოს 48 საათის განმავლობაში მათ „ტერორისტული იარაღი“ ესროლა მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს.

„აქ არის ბავშვთა ბაგა-ბაღი. აქ არის მოხუცებულთა სახლი. მშვიდობიანი მოქალაქეები, ოჯახები, ისინი ტერორისტულ იარაღს ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას და ხშირად იყენებენ კასეტურ ბომბებს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ირანმა 4 000 კილომეტრის მანძილზე გაისროლა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა დიეგო-გარსიაში, ამერიკულ-ბრიტანულ ბაზაზე.

„მათ ახლა შეუძლიათ ამ ბალისტიკური რაკეტებით მიაღწიონ ევროპის ნებისმიერ წერტილს, თითქმის ყველგან ევროპაში. მე ამას წლებია ვაცხადებ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ირანმა გადაკეტა ჰორმუზის მნიშვნელოვანი საზღვაო სრუტე, რითაც მსოფლიოს დაშანტაჟებას ცდილობენ.

„ვეკითხები მსოფლიოს ლიდერებს, თავისუფალი სამყაროს ლიდერებს, სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებს, კიდევ რას ელოდებით? პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად თქვა, რომ ისრაელი და შეერთებული შტატები ვიბრძვით არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა თქვენგანისთვის. და მან დასვა მარტივი კითხვა: სად ხართ? და დროა, ყურადღება მიაქციოთ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, მის ლიდერობას და მის ხედვას, არა მხოლოდ ჩვენი გულისთვის, არამედ თქვენი გულისთვისაც“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება