ისრაელმა თეირანზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დილით ადრე ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში მათი სამიზნე „ტერორისტული ინფრასტრუქტურაა“.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ლიბანში ირანისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა კვირების განმავლობაში გაგრძელდება.

„მოსალოდნელია, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლაა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გველის“, - აღნიშნა დეფრინმა.

მისი თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ ირანმა და მისმა მისმა მოკავშირეებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს.

„ყოველი დღის განმავლობაში ჩვენ სულ უფრო და უფრო ვასუსტებთ ტერორისტულ რეჟიმს. არ დავუშვებთ, რომ ტერორისტულმა რეჟიმმა და მისმა პროქსებმა საფრთხე შეუქმნან ისრაელის სახელმწიფოს“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!