BTU-ს ინიციატივით, ქალებისთვის აგრიტექში გლობალური პროექტი იწყება

აგრარულ სფეროში მომუშავე ქალთა მხარდასაჭერად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პარტნიორობა ინდურ ორგანიზაცია ADGA EXIM LLP-თან დაიწყო. აღნიშნული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში და ის მიზნად ისახავს მეწარმე ქალთა გაძლიერებას აგრარულ სფეროში, აგრარული ტექნოლოგიების დანერგვას მათ ბიზნეს საქმიანობაში, Climate Smart Agriculture საკითხის გარშემო ცნობიერების ზრდას და სექტორში დასაქმებულ მუშაკთა შორის სამეწარმეო უნარების განვითარებას.

აღნიშნული ინიციატივა სტარტს აიღებს საქართველოში და ინდოეთში, შემდეგ კი ეტაპობრივად განვითარდება სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

თანამშრომლობა მოიცავს:

  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგებისა და გადამზადების ინიციატივების განვითარებას ქალებისთვის აგრიტექის მიმართულებით;
  • ტრენერების, მენტორებისა და საერთაშორისო ექსპერტების გაცვლას;
  • სემინარების, ვორქშოპების, ვებინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
  • კვლევით და ინოვაციურ პროექტებში თანამშრომლობას, განსაკუთრებით მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
  • ქალთა მიერ დაფუძნებული სტარტაპების მხარდაჭერას, მენტორინგსა და საერთაშორისო ქსელებზე წვდომის უზრუნველყოფას;
  • საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო და ბაზარზე გასვლის შესაძლებლობების განვითარებას.

BTU, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPS) შესაბამისად, აქტიურად უწყობს ხელს გენდერული თანასწორობის დაცვას, ქალთა ლიდერობის განვითარებას და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ