დონალდ ტრამპი - აშშ-სა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა - ომის სამინისტროს დავავალე, ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები 5 დღით გადადოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროს დაავალა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველა საჰაერო თავდასხმა ხუთი დღით გადადოს.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საომარი მოქმედებების სრული გადაწყვეტის შესახებ. ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, დავავალე ომის სამინისტროს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, აშშ მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!