გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა. ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი აერთიანებს პროდუქტიულობის, ფასების სტაბილურობისა და ინვესტიციების ინდიკატორებს. ინდექსი კომპლექსურად აფასებს სექტორის მდგომარეობას - როგორ იცვლება სექტორი დროში და რა მიმართულებით ვითარდება. ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი მნიშვნელოვან განვითარების პოტენციალს ინარჩუნებს და ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობები არსებობს.

გალტ & თაგარტის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება და 2025 წელს მისი მოცულობა 21.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. კვლევის ფარგლებში დეტალურად იყო განხილული ხორცის, რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის ბაზრები.

კონფერენციაზე ასევე განიხილეს სექტორის ძირითადი გამოწვევები, როგორიცაა ცოდნის და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამავდროულად, განხილული იყო დარგში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების როლი და მათი პოტენციური გავლენა სექტორის განვითარებაზე. კვლევა მიუთითებს, რომ სექტორის შემდგომი განვითარება პროდუქტიულობის ზრდას, ბიზნესის უფრო აქტიურ ჩართულობასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას უკავშირდება.Bottom of Form

გაეცანით კვლევას სრულად აქ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ