გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მედიაციის ცენტრის წარმატების ისტორიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის - მედიაციის - ცენტრმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზა გრუნის აკადემიურ/ ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს: წარმატების ისტორია - „The Story of Success“.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელმა - ნინა გერსამიამ და მედიაციის ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულმა სტუდენტებმა ისაუბრეს წარმატებული საქმიანობის რეალური ისტორიის შესახებ, რაც დასტურდება განხორციელებული პროექტებით, ახალგაზრდების მუდმივი განვითარებით, შესაძლებლობებითა და იმ მრავალფეროვანი გამოცდილებით, რომლებიც თითოეული მათგანის პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდას განაპირობებს.

„ეს არის ისტორია, სადაც იდეები იბადება, შესაძლებლობები ჩნდება და წარმატება რეალობად იქცევა.

საღამოს ახლდა სასიამოვნო სიურპრიზები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა:

მაღალი აკადემიური მოსწრების, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და მედიაციის ცენტრის საქმიანობაში მიღწეული წარმატების გამო სამართლის მიმართულების ორ წარჩინებულ სტუდენტს - მედეა კუსრაშვილსა და თინათინ მჭედლიშვილს, გადაეცა გრუნის პროფესორისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის, სახელობითი სტიპენდია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გრუნის მედიაციის ცენტრისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მადლობის ერთობლივი სიგელები გადაეცათ იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებასა და ცენტრის ეფექტიან საქმიანობაში:

მამუკა თავხელიძეს - უნივერსიტეტის რექტორს;

ირაკლი ყანდაშვილს - უნივერსიტეტის პროფესორსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

გიორგი თავხელიძეს - კანცლერს;

გულნაზ გალდავას - რექტორის მოადგილეს, სამართლის სკოლის დეკანს;

მერი ლომიას - სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს;

ქეთევან გაბრიჭიძეს - სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს;

სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებს: მაკა პარსალიშვილს, ანი თვაურს, ნინი გოცირიძესა და მარიამ ნიშნიანიძეს.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მედიაციის ცენტრი 2022 წელს დაარსდა გრუნის პროფესორისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის, ინიციატივით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!