Reuters-ი - ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების შესახებ განაცხადა

ნავთობის ფასები 13%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების ბრძანება მისცა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 17 აშშ დოლარით, ანუ 15%-ით დაეცა და სესიის მინიმუმი, ბარელზე 96 აშშ დოლარი შეადგინა, აშშ-ის West Texas Intermediate ნავთობის ფასი კი 13 აშშ დოლარით, დაახლოებით 13.5%-ით, 85.28 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროს დაავალა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველა საჰაერო თავდასხმა ხუთი დღით გადადოს.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ჩვენი საომარი მოქმედებების სრული გადაწყვეტის შესახებ. ამ სიღრმისეული, დეტალური და კონსტრუქციული საუბრების ტონისა და შინაარსის საფუძველზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, დავავალე ომის სამინისტროს, გადადოს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო დარტყმა ხუთი დღით, მიმდინარე შეხვედრებისა და განხილვების წარმატების გათვალისწინებით“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს