ვიქტორ ორბანი - არსებობს მტკიცებულება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ და გვაქვს ნიშნებიც, თუ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს  - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს გამოძიება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთთან კავშირების ბრალდებების ფონზე პიტერ სიიარტოს სავარაუდო ფარული მოსმენის შესახებ გამოძიების ბრძანება გასცა. ინფორმაციას Reuters-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ორ სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე: არსებობს იმის მტკიცებულება, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფარულად უსმენდნენ და ასევე, გვაქვს იმის ნიშნებიც, თუ ვინ შეიძლება ამის უკან იდგეს. ამის დაუყოვნებლივ გამოძიება უნდა მოხდეს“, - დაწერა ორბანმა X-ზე.

ცნობისთვის, შაბათს გამოცემა Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ წლების განმავლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ევროკავშირის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს რეგულარულად ურეკავდა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბი ამბავი“ უწოდა.

ამასთან, დღეს უნგრულმა კონსერვატიულმა გამოცემამ Mandiner-მა აუდიო ფაილი გაავრცელა, რომელშიც დამოუკიდებელი უნგრელი ჟურნალისტი, საბოლჩ პანი წყაროს ესაუბრება და აცხადებს, რომ სიიარტოს მიერ გამოყენებული ტელეფონის ნომრები „ევროკავშირის ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს“ გადასცა. ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა. სიიარტომ Mandiner-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „შოკისმომგვრელი“ უწოდა.

მანამდე, უნგრელმა ჟურნალისტმა, საბოლჩ პანიმ სიიარტოსა და ლავროვს შორის 2020 წელს გამართული სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელშიც სიიარტო ლავროვს თხოვნით მიმართავს, რათა სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, პეტერ პელეგრინის სოციალ-დემოკრატების გამარჯვებას ხელი შეუწყოს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პელეგრინის პარტია დამარცხდა.

Politico-ს ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე ევროკავშირმა უნგრეთისთვის კონფიდენციალური მასალების გაზიარება შეზღუდა და ასევე, ევროპელი დიპლომატების შეხვედრები უფრო ვიწრო ფორმატებში იმართება.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი