დონალდ ტრამპი - ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება, ისინი ამაზე თანახმა არიან - მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ადამიანთან, რომელიც პატივსაცემი კაცია

ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის ცნობით, მხარეები მოლაპარაკებების ფარგლებში „შეთანხმების მნიშვნელოვან პუნქტებზე“ შეჯერდნენ.

„შეთანხმების მიღწევა ჩვენც გვსურს. მათთან ტელეფონით ალბათ დღესაც ვისაუბრებთ. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. ომები აღარ უნდა იყოს და ბირთვული იარაღი აღარ უნდა იყოს. მათ ბირთვული იარაღი აღარ ექნებათ. ისინი ამაზე თანახმა არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ადამიანთან, რომელიც ყველაზე პატივსაცემი კაცია“.

„ეს უზენაესი ლიდერი არ არის. მისგან არავის არაფერი გაუგია. არც კი ვიცით, ცოცხალია თუ არა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს.

„შეიძლება მე და ვინც არ უნდა იყოს შემდეგი აიათოლა. ასევე, იქ რეჟიმის ცვლილების ძალიან სერიოზული ფორმა იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ