ლელა ჯეჯელავა - ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, სიყრმის მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი სამების ტაძარში არ ყოფილიყო - პარტიულ დაკრძალვად აქციეს ამხელა მოვლენა, რაც „ქართული ოცნების“ გაჭირვებაზე მიანიშნებს

მისი უწმინდესობის დაკრძალვაზე იმყოფებოდა მსოფლიო პატრიარქი, რაც ძალიან მკაფიო და სიმბოლური განაცხადი იყო იმაზე, თუ სად არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი - ამ თვალსაზრისით მიტროპოლიტმა შიომ ძალიან კარგად გაართვა თავი [მოვალეობას], - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ ამბიონიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, პუტინის სამძიმრის წერილი არ წაიკითხეს.

„გარდა ამისა, მე პირადად ძალიან მადლიერი ვარ იმისა, რომ პატივი სცეს პატრიარქს და ქართველ ხალხსაც, როდესაც ხმამაღლა არ წაიკითხეს პუტინის სამძიმრის წერილი. გარკვეულ წილად ეს აღნიშვნას იმსახურებს“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავას თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ „დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის ახირება“ და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა პარტიულ დაკრძალვად აქცია.

„მქონდა საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენელთან, არც თუ უმნიშვნელო ფიგურასთან, იმასთან დაკავშირებით, რა როგორ ხდებოდა დამკრძალავი კომისიის ფარგლებში. მე ვერავინ დამარწმუნებს, რომ მიტროპოლიტმა შიომ თავად გადაწყვიტა, რომ მისი სიყრმის მეგობარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იქ არ ყოფილიყო. რადგან თინა ბოკუჩავას აკრედიტაცია არ მისცა ბატონმა ჩუბინიძემ, რომელმაც განსაზღვრა, ვინ უნდა ყოფილიყო პატრიარქის ჭირისუფალი და ვინ არ უნდა ყოფილიყო, რომელმაც ძალიან ცუდი საქმე გააკეთა იმით, რომ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის ახირება და პარტიულ დაკრძალვად აქცია ამხელა მოვლენა ამ ქვეყნის ისტორიაში. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია გარდაცვლილის ავტორიტეტზე კაპიტალიზირება. თუმცა ეს უფრო იმ გაჭირვებაზე მიანიშნებს, რაც მორალური ავტორიტეტის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ სჭირს“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე