კირ სტარმერი აშშ-ირანის მოლაპარაკებებზე - ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა - მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის სწრაფად დასრულება და შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს, რომელიც ირანს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს

დიდი ბრიტანეთი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული იყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა. მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის სწრაფად დასრულება და მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმების მიღწევა უნდა იყოს, რომელიც ირანს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს, კერძოდ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერის თქმით, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ომი „გარკვეული დროის განმავლობაში“ გაგრძელდეს.

„არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სწრაფად დასრულდება. უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შესაძლოა გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ