ავსტრალიამ და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ავსტრალიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას, რომლის შემუშვებაც თითქმის 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც თითქმის ყველა ევროპულ საქონელზე და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ავსტრალიური მინერალების თითქმის მთელ ექსპორტზე ტარიფების მოხსნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეთანხმების დადებას წინ უძღოდა მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაძლიერება აშშ-ის მიერ ტარიფების მნიშვნელოვნად გაზრდის შემდეგ. ავსტრალიამ და ევროკავშირმა ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირების გაძლიერების შესახებ.

„უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე ვაჭრობის სფეროში ამ დინამიური ახალი პარტნიორობით, ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეთანხმება ავსტრალიაში ევროკავშირის საქონლის ექსპორტზე დაწესებული ტარიფების 99%-ზე მეტს გააუქმებს, რაც კომპანიებს წელიწადში 1 მილიარდი ევროთი შეუმცირებს გადასახადებს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთანხმება ავსტრალიის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (7 მილიარდი აშშ დოლარი) მოუტანს და დასძინა, რომ ევროკავშირში ავსტრალიის კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე იმპორტის გადასახადის გაუქმება ხელს შეუწყობს გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილიზაციას.

Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირი ცდილობს შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით კრიტიკული მინერალების სფეროში, სადაც პეკინმა ზოგიერთ ძირითად რესურსზე ექსპორტის კონტროლი დააწესა და ეს შეთანხმება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ევროპის მზარდ ჩართულობაზე მიუთითებს მას შემდეგ რაც ბლოკმა სექტემბერში ინდონეზიასთან და იანვარში ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმებებს მიაღწია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ