Hotsale.ge-ს საჩუქრები სტუმრებისთვის და სადღესასწაულო ღონისძიება „პალიტრა მედია ჰოლდინგში“

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ სათაო ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. პოზიტიურ გარემოში კომპანიის თანამშრომლებმა ერთმანეთს დღესასწაული მიულოცეს და პოზიტიური ემოციები გაუზიარეს.

ღონისძების მხარდამჭერი გახლდათ Hotsale.ge, რომელმაც ტრადიციას არ უღალატა და სტუმრებისთვის სპეციალური გათამაშება მოაწყო. გამარჯვებულებს გადაეცათ ვაუჩერები საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში დასასვენებლად. საჩუქრები პარტნიორმა სასტუმროებმა მოამზადეს.

Chateau Vartsikhe

ქუთაისიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარე „შატო ვარციხე“ 120 ჰექტარზე გადაჭიმული კომპლექსია, რომელიც თანამედროვეობასა და იმერულ ტრადიციებს აერთიანებს. აჯამეთის ტყის პირას ჩაშენებული კოტეჯები, ელეგანტური ნომრები და ლოიალური მომსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. სასტუმრო გამოირჩევა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, რაც მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, სპა ცენტრს, საუნას, ფიტნეს დარბაზსა და სპორტულ მოედნებს.

„შატო ვარციხე“ სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს: აქ შეგიძლიათ ითევზაოთ ხელოვნურ ტბაზე, ეწვიოთ ლოკოკინების ფერმას ან დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო საკუთარი მარნიდან. რესტორანი კი ტრადიციული იმერული სტუმართმოყვარეობითა და ავთენტური სამზარეულოთი მასპინძლობს დამსვენებლებს.

LITZ RESORT

კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მეტრზე მდებარე Litz Resort თანამედროვე არქიტექტურისა და ხელუხლებელი ბუნების გამორჩეული სინთეზია. 16-სართულიანი შენობა სტუმრებს ზღვისა და აჭარის მთების პანორამულ ხედებს, სპა მომსახურებას, დეტოქს-პროგრამებსა და გამაჯანსაღებელ აქტივობებს სთავაზობს.

სასტუმრო კულინარიული სივრცეებით გამოირჩევა. პანორამული რესტორანი „ზეცა“, ევროპული რესტორანი „ლემიჟი“ და ტრადიციული რესტორანი „მარანი“ ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობას ქმნის. დასვენების მრავალფეროვნებისთვის კი აქ დაგხვდებათ კინოთეატრი, ბოულინგი, ბილიარდი და უნიკალური ასტრო ობსერვატორია.

Park Hotel Tsinandali

ისტორიული წინანდლის მამულის ტერიტორიაზე მდებარე Park Hotel Tsinandali უნიკალური კონცეფციის სასტუმროა, რომლის ინტერიერზეც ცნობილმა ქართველმა დიზაინერებმა იმუშავეს. სასტუმროს მთავარი შთაგონება მუსიკა და ხელოვნებაა, რაც მის თანამედროვე სტილსა და ახალგაზრდულ გარემოში აისახება. მოდერნიზებული ქართული სამზარეულო რესტორან „პინოსგან“ და წინანდლის მარნის საუცხოო ღვინოები სტუმრებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. სასტუმრო დამსვენებლებს აქტიური განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს, მათ შორის ღია აუზს, სპა პროცედურებს, ველოსიპედებს, პადელისა და ჩოგბურთის კორტებს. Hotsale.ge-სთან მრავალწლიანი პარტნიორობა კი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წინანდლის ამ გამორჩეულ გარემოში განსაკუთრებული დანაზოგით დაისვენონ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ