მერილენდის შტატის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის დამფუძნებელი სიონში - მხოლოდ ის მსურს, ქართული ეკლესიის სიწმინდე მსოფლიოსთვის და ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო - უნდა ვიცოდეთ, რომ უწმინდესობა ახლა თავისუფალია

უნდა ვიცოდეთ, რომ მისი უწმინდესობა ახლა თავისუფალია, - ამის შესახებ მერილენდის შტატის წმინდა სიდონიას სახელობის მონასტრის დამფუძნებელმა და ყოფილმა წინამძღვარმა ემილიანემ სიონის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე აქ ჩამოვედი, რათა მის უწმინდესობას პატივი უკანასკნელად მივაგო, რადგან 2012 წლის 25 სექტემბერს მისმა უწმინდესობამ დამლოცა და გადაწყვიტა, რომ აშშ-ში მონასტრის დამფუძნებელი წინამძღვარი ვყოფილიყავი. შემდეგ კი მთხოვა, რომ ტელევიზიით გამოვსულიყავი. ეს 2012 წელს არჩევნებამდე მოხდა. მე ახლაც იმას ვამბობ, რაც მაშინ ვთქვი - მხოლოდ ის მსურს, რომ ქართული ეკლესიის სიწმინდე მთელი მსოფლიოსთვის და ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო. ეს მისი უწმინდესობის კურთხევით ხდება. ამ მძიმე ტკივილის დროს აუცილებელია, რომ სიხარული და რწმენა გვქონდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მისი უწმინდესობა ახლა თავისუფალია“, - განაცხადა წინამძღვარმა ემილიანემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ