უკრაინის დელეგაციამ ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა

უკრაინის დელეგაციამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„აშშ-ში გამართული შეხვედრების შედეგები დეტალურად განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩვენი მომლაპარაკებლების ანგარიშს ვისმენდით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ „შაჰედის“ ტიპის დრონების ახალი ტალღა გაუშვა. გუნდმა ანგარიში წარადგინა იმის შესახებ, თუ რა განიხილეს ფლორიდაში - მთავარი საკითხები, შესაძლებლობები და გამოწვევები. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაა ისე, რომ ომის დასრულებამდე უფრო ახლოს მივიდეთ. უსაფრთხოება მშვიდობის გასაღებია“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, „ირანის წინააღმდეგ ომის შედეგად გეოპოლიტიკური სიტუაცია უფრო გართულდა და რუსეთი კიდევ უფრო გათამამდა“.

„თუმცა, ფუნდამენტური გარემოებები არ შეცვლილა. რუსეთი ამ ომს და ევროპის დესტაბილიზაციას აგრძელებს, დაზვერვის მონაცემებით ირანის რეჟიმს მხარს უჭერს და ამით რეგიონში ომს ახანგრძლივებს. ამასთან, მომავალ წლებში ახალი კონფლიქტებისთვის ემზადება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პრობლემების რეალურად მოსაგვარებლად ლიდერების დონეზე შეხვედრაა აუცილებელი.

„გუნდს დავავალე, რომ პარტნიორებთან მუშაობა აქტიურად გააგრძელონ, რათა დიპლომატია უზრუნველყოფილი იყოს, ისეთი ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად, როგორიც ტყვეების გაცვლაა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები 21-22 მარტს ფლორიდაში გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ