მარკო რუბიო საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარასკევს საფრანგეთში ჩავა, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ რუბიო დაესწრება „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრას, რომელიც სერნეი-ლა-ვილში გაიმართება.

„ყურადღება გამახვილდება რუსეთ-უკრაინის ომზე, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის კუთხით შექმნილ საფრთხეებზე“, - განაცხადა პიგოტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ