ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ - სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა

ალოგიკური იქნებოდა ანდერძი არსებობდეს, იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეშივე გააცხადა [ანდერძი] - ცხრა წლის წინ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პატრიარქის ანდერძზე საუბრისას განაცხადა.

მეუფე გიორგის თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს პატრიარქის ანდერძის საკითხიც, რომლის დროსაც მღდველმთავრებმა დაამოწმეს, რომ სეიფში არ დევს ანდერძი და არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ მისმა უწმინდესობამ ცხრა წლის წინ დაასახელა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი შიო. ახლა სინოდზე სინოდმა ფაქტობრივად დაამტკიცა მისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეობა. სინოდის სხდომაზე არ იქნებოდა საუბარი, იყო ანდერძი დატოვებული თუ არა? უხუცესმა მღვდელმთავარმა ამის შესახებ იკითხა. საპატრიარქო სეიფში იდება ხოლმე, თუ ეს ანდერძი არსებობს. ალოგიკური იქნებოდა ანდერძი რომ არსებობდეს იმიტომ, რომ მისმა უწმინდესობამ სიცოცხლეშივე გამოაცხადა. სეიფები სიცოცხლეშივე იქნა დალუქული მისი უწმინდესობის თანდასწრებით და ესწრებოდნენ სინოდის წევრებიც. უხუცესმა მღვდელმთავარმა როცა იკითხა, სეიფში დევს თუ არა ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ სეიფში არ დევს ანდერძი. არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ“, - განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გადაცემაში მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებასაც გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქის პირველივე სხდომაზე წმინდანად შერაცხვის შესახებ და აღნიშნა, რომ „საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა გვმართებს“.

„ჩემს გულში მისი უწმინდესობა ნამდვილად წმინდა ადამიანია, თუმცა საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა გვმართებს და ყველაფერს თავისი წესი გააჩნია. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მეუფე ნიკოლოზისადმი, საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, ყველას გულში ჩვენი პატრიარქი არის წმინდანთა შორის აღსაყდრებული, ჩვენი მამაა, მისდამი სიყვარული განუზომელია, თუმცა დამერწმუნეთ, საკითხისადმი მის უწმინდესობასაც ასეთი მიდგომა არ გაუხარდებოდა, ეს ჩემი აზრია. ყველაფერს თავისი დრო აქვს და თუ ეს ღვთის განგებულებაში არის მოცემული, ჩვენ ვიქნებით ამის გამტარი“, - განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე