ნუგზარ ბარდაველიძე - მეუფე შიომ მოსკოვში მიიღო განათლება და რაღაც მომენტში რუსეთი მხარს უჭერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ გახდა პირველი პირი, მათი გავლენის ქვეშ იქნება - რაც შეეხება ხელისუფლებას, როცა ამდენი მილიონით აფინანსებენ ეკლესიას, ეს არ არის ჩარევა?

მეუფე შიომ მოსკოვში განათლება მიიღო და რაღაც მომენტში რუსეთი მხარს უჭერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ გახდა პირველი პირი, მათი გავლენის ქვეშ იქნება, - ამის შესახებ რელიგიათმცოდნემ, ნუგზარ ბარდაველიძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, პატრიარქის არჩევის პროცესები გარედან შესაძლოა მშვიდად ჩანდეს, თუმცა შიგნით რთული დინებები განვითარდება.

ბარდაველიძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი ჩარევა შესაძლოა არ იყოს აშკარა, თუმცა ეკლესიის დაფინანსება უკვე გარკვეულ გავლენას ნიშნავს.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გარეშე თვალისთვის მშვიდად ჩაივლის, შიგნით რა დინებები იქნება ამის თქმა ძალიან ძნელია. ჯერ 3 კანდიდატი უნდა შეირჩეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩნდება 3 ჯგუფი. შემდეგ უკვე 2 უნდა აირჩეს. პირდაპირი ჩარევა არ იქნება.

როცა ამდენი მილიონით აფინანსებენ ეკლესიას, ამ დროს ჩარევას ვერ ხედავთ? ეს არ არის ჩარევა? როცა ადამიანი დაგეხმარა, ვალდებულად ხომ გრძნობ თავს მის წინაშე?

რამდენიმე გამოკვეთილი კანდიდატი ჩანს. ფიქრობენ, რომ მეუფე შიოს გარდა ერთი-ორი კანდიდატურა უკვე არსებობს, ვისაც ზოგიერთი მღვდელმთავარი უკვე ფიქრობს, რომ მხარი დაუჭიროს“,- განაცხადა ნუგზარ ბარდაველიძემ.

მისივე შეფასებით, მეუფე შიოს მიერ რუსეთში მიღებულმა განათლებამ შესაძლოა გარკვეული სიმპათიები წარმოშვას, თუმცა არსებული ვითარება შეცვლილია და ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ იქნება.

„ჩვენ რომ ვთქვათ, აქ არის რუსეთის ინტერესები, ძალიან მიამიტურად გამოვა. ვინც განათლება მიიღო რუსეთში, მას პატარა სიმპათიები ხომ აქვს? წლების გამავლობაში თვლიდნენ, რომ მართლმადიდებლობის მთავარი საყრდენი მოსკოვია. ვითარება შეცვლილია, ამიტომ მეეჭვება. კი, მეუფე შიო მოსკოვში მსახურობდა, განათლება მიიღო და რაღაც მომენტში რუსეთი მხარს უჭერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ გახდა პირველი პირი, მათი გავლენის ქვეშ იქნება“,- განაცხადა ნუგზარ ბარდაველიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი