კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღეს მომხმარებლის უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ. შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლება და იმ საჭირო ცოდნის გაზიარება იყო, რომელიც მათ თანამედროვე ბაზარზე საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოადგებათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა ნივთის ადგილზე, ან ონლაინ შეძენისას, როგორ ამოიცნონ შესაძლო დარღვევები და რა ნაბიჯები უნდა გადადგან საკუთარი უფლებების აღსადგენად. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პრაქტიკაში არსებული რეალური მაგალითების საფუძველზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა GCCA-ის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო-საინფორმაციო პროგრამა დადებითად შეაფასეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ