შალვა პაპუაშვილი - ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეორემ 28 უმძიმესი წელი შესწირა და 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა - ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, მსოფლიო პატრიარქმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი

ავტოკეფალიის აღიარების საქმეს ილია მეორემ 28 უმძიმესი წელი შესწირა, - წერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სწორედ ილია მეორე იქცა მისი წინამორბედი პატრიარქების უმძიმესი ჯვრის მატარებლად, მათი საქმისა და ღვაწლის ღირსეულ გამგრძელებლად და დამაგვირგვინებლად.

„1917 წლის 25 მარტს (ძველი სტილით 12 მარტს), მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ საკათედრო ტაძარში შეკრებილმა სამღვდელოებამ წაიკითხა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.

106 წლიანი დამცირების შემდეგ, რომლის ანალოგიც საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, ქართულმა საზოგადოებამ ისარგებლა თებერვლის რევოლუციის მიერ მოტანილი ცვლილებებით და მყისიერად აღადგინა უპირველესი საზრუნავი - ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.

სწორედ ეს დიდებული აქტი იქცა დასაბამად საქართველოს დამოუკიდებლობის ხანგრძლივ გზაზე, რომელშიც თავისი წვლილი არაერთმა თაობამ თუ სახელოვანმა მამულიშვილმა შეიტანა.

სწორედ ასეთ მათგანს გამოვეთხოვეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინ - უდიდეს ქართველს, თავდადებულ მამულიშვილს, ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ჭეშმარიტ მოწამეს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ის იქცა მისი წინამორბედი პატრიარქების უმძიმესი ჯვრის მატარებლად, მათი საქმისა და ღვაწლის ღირსეულ გამგრძელებლად და დამაგვირგვინებლად.

ავტოკეფალიის აღიარების საქმეს მან 28 უმძიმესი წელი შესწირა. კონსტანტინეპოლი თანახმა იყო მოენიჭებინა თავიდან, მაგრამ ჩვენი ეკლესია რუდუნებით უფრთხილდებოდა საუკუნეების გრიგალში გამოტარებულ უდიდეს საუნჯეს, მეხუთე საუკუნეში ანტიოქიისგან მიღებულ ავტოკეფალიას და იცავდა ამ მემკვიდრეობას. მხოლოდ რუსეთის ეკლესიას მოუწია 1943 წელს, სტალინის დავალებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა.

და აი, 1990 წლის 4 მარტს ეს უდიდესი საქმე წარმატებით დაგვირგვინდა. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტატინეპოლისა და მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა ჩვენს პატრიარქს უბოძა აღიარების სიგელი. ტომოსი, რომელიც ცნობდა უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და მის ადგილს მსოფლიო ეკლესიათა იერარქიაში.

ეს იყო უდიდესი დღე.

სიმბოლურია, რომ, როგორც გადმოცემა გვეუბნება, სწორედ 25 მარტი იყო ის დღე, როდესაც 326 წელს ახლადმონათლული მეფე მირიანის ბრძანებით მოკვეთეს საჯვარე ხე, რომლისგან დამზადებული ჯვარი აღმართეს მცხეთაში, იქ სადაც აიგო ჩვენი უძვირფასესი ტაძარი, სვეტიცხოველი. ასე მოექცა ქართლი, ასე გახდა ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოს სულიერი საყრდენი, რომლის 1700 წლის იუბილესაც წელს აღვნიშნავთ.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღეს”, - წერს პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე