თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები - გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. გამოძიების ფარგლებში ასევე გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი.

სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, გაცემულია 16 პირის დაკავების ორდერი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს