კახა კალაძე - მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება

მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.

„არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს და, დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მოქალაქეებს წინასწარ მოუბოდიშა სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტის გამო.

„სამუშაოების წარმოების პროცესში, ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივია იქნება დისკომფორტი. მინდა, მოქალაქეებს მოთმინებისთვის წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ