ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, ისე გაანადგუროს ლიბანი, როგორც ღაზა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობს, ისევე გაანადგუროს ლიბანი, როგორც ღაზა.

„მას სურს, ლიბანს იმავე დონის ზიანი მიაყენოს და ისევე გაანადგუროს, როგორც ღაზა“, - განაცხადა სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მისი თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი და მამა ალი ხამენეი, რომლის ლიკვიდაციაც ომის დასაწყისში, 28 თებერვალს განხორციელდა.

„მოჯტაბა ხამენეი ისეთივე დიქტატორი და კიდევ უფრო სისხლისმსმელი ტირანია, ვიდრე მისი მამა“, - განაცხადა სანჩესმა.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის სცენარი გაცილებით უარესია, ვიდრე 2003 წელს აშშ-ის მიერ ერაყში შეჭრა.

„ეს არ არის იგივე სცენარი, რაც ერაყში უკანონო ომი. გაცილებით უარესის წინაშე ვდგავართ. გაცილებით ფართო და ღრმა პოტენციური გავლენით“, - განუცხადა მან კანონმდებლებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ