ადვოკატთა ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ მოაწერეს.

„მემორანდუმი მიზნად საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებას, სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, ასევე კვლევით და აკადემიურ სფეროში თანამშრომლობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაიმართა, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს