მეუფე შიო - ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის მიმართ სიყვარულის გამოსახატად - თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ და ამისთვის ვიბრძოლებთ, უფალი შეგვეწევა

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი - ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ, ღვთის შეწევნით, შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ისაუბრა პატრიარქის პატივის მისაგებად მისულ ადამიანებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა“.

„აი, ეს დღეები, ძვირფასო ძმებო და დებო, უმძიმესია ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერო ნუგეშიც და სიხარულიც. აი, ჩვენ ველოდით, რა შეიძლება, როგორ გამოვლინდება ეს და ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი და ღმერთს მადლობას უხდის. ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა. თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას