პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურორებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს მძიმე შედეგებზე, რომლებიც ნარკოტიკის მოხმარებას მოსდევს.

„შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს, იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

ღონისძიება ინტერაქტიურ ფორმატში ჩატარდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა სამართლებრივ შეკითხვაზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს