პენტაგონი წარმოების დაჩქარებას და თავდაცვითი-სამრეწველო ბაზის „საომარ რეჟიმში“ გადაყვანას გეგმავს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოების დაჩქარებას და “საომარ რეჟიმში” გადაყვანას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა და კომპანიამ Lockheed Martin-მა ახალი შეთანხმების შესახებ გამოაცხადეს, რომლის მიზანია, დააჩქაროს მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოება.

თავდაცვის დეპარტამენტის თანახმად, აღნიშნული თავდაცვის მდივან, პიტ ჰეგსეტის მიზნის ნაწილია - “სწრაფად ვიმოქმედოთ, თავდაცვით-სამრეწველო ბაზა საომარ რეჟიმში გადავიყვანოთ და თავისუფლების არსენალი ავაწყოთ”.

შეთანხმების თანახმად, Lockheed Martin მიზნობრივ ინვესტიციებს განახორციელებს მოწინავე ინსტრუმენტებში, ობიექტების მოდერნიზაციასა და კრიტიკული ტესტირების აღჭურვილობაში, რათა შეამციროს წარმოების ვადები.

განცხადების თანახმად, სამრეწველო ბაზის ამ კრიტიკულ ელემენტებზე ფოკუსირებით, თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ ღრმა დარტყმების შესაძლებლობებმა მეომრამდე უფრო სწრაფად და ეფექტიანად მიაღწიოს, ვიდრე მანამდე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს