შვედეთის ელჩი - ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს

ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

“ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენს. კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედებია”, - წერს ლიბერგი.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ