დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტს - მოეშვით პატრიარქის არჩევნებს - უხერხულია, საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა: "მოეშვან პატრიარქის არჩევნებს".

"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია. საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი და ყვავილი და ადამიანებს არ აცდით გლოვას", - უპასუხა ჯაღმაიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს კითხვაზე, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეუფე ესაიამ [ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი] კანდიდატურა მეუფე შიოს [საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე] სასარგებლოდ მოხსნა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს