გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა.გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ერთი - 22 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მეორე კი, 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, დაშავებულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდას ნაკლებად მძიმე დაზიანება აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს