Politico - ჯეი დი ვენსი უნგრეთს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვევა, - ინფორმაციას Politico აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯეი დი ვენსი უნგრეთს 7-8 აპრილს ეწვევა, რათა 12 აპრილს დაგეგმილი არჩევნებისთვის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ უნგრელებს მოუწოდა, რომ არჩევნებში მხარი ვიქტორ ორბანს დაუჭირონ.

„ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს. ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს